ვებინარი კონკურენციის სამართალში
2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ვებინარების სერია
ვებინარი N1
თამთა მარგველაშვილი -
„ევროკავშირთან მიერთების პროცესის გადატვირთვა: ციფრულ პლატფორმებთან
დაკავშირებული კონკურენციის სამართლის აღსრულების ტენდენციები აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“
2025 წლის 3 აპრილი, 18:00-19:30 (ონლაინ რეჟიმში)
მოწვეული ექსპერტები:
![]() |
თამთა მარგველაშვილი - იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი დაპარტნიორების“ კონკურენციის, კაპიტალისა და ფინანსური ბაზრებისმიმართულების დირექტორი; ბელგიის ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის(KU Leuven) სამართლის მაგისტრი (LL.M) საერთაშორისო და ევროპული ბიზნესსამართლის მიმართულებით. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტიკონკურენციის სამართალში. მისი სადოქტორო კვლევა ფოკუსირებულია ეკონომიკისრეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონის აღსრულების მექანიზმებზე,შედარებით კონტექსტში (ევროკავშირის კანონმდებლობასთან).
|
ვებინარის შესახებ:
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან მიერთების პროცესი ამქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაზაა. ხსენებულიფაზის საფუძველია ასოცირების შეთანხმებები, რომლებმაც შესაძლებელი გახადარეგიონში კონკურენციის ძლიერი კანონების ფორმირება. თუმცა, ციფრულივაჭრობის ხანაში, „ტრადიციული“ კონკურენციის კანონმდებლობა შესაძლოასაკმარისი არ აღმოჩნდეს. შედეგად, გამოიკვეთა ორი საჭირბოროტო საკითხი:
- როგორ ვითარდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში „კონკურენციის ყოვლისმომცველი კანონმდებლობა“ ბოლო რვა წლის განმავლობაში და კვლავ საკმარისია თუ არა ეს კანონმდებლობა ევროკავშირთან მიერთებისთვის?
- ყურადღება უნდა გაამახვილოს თუ არა ევროკავშირმა ციფრულ ბაზრებზე კონკურენციის სამართლის აღსრულების საკითხზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირთან მიერთების მოლაპარაკებების ჭრილში?
ვებინარი ეძღვნება ამ საკითხების განხილვას. ის ეფუძნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არსებული კონკურენციის ჩარჩოს დებულებების ანალიზს (ყურადღება გამახვილდება საქართველოზე).
ვებინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა - https://forms.gle/DCFPSGfhrMCeTu939. დარეგისტრირებულ პირებს შეხსენება და ვებინარის ზუმ ლინკი გაეგზავნებათ ვებინარის ჩატარების წინა დღეს.